უცხოეთი
კეზერაშვილი, მერაბიშვილი, კალანდაძე, ნაირაშვილი, ყურაშვილი – სისხლის სამართლის სამხედრო დანაშაულში ბრალდებული არიან“ – ბასტრიკინი

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კიმიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ, რომელიც სამხრეთ ოსეთში 2008 წლის მოვლენებს იძიებს, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მისი შეფასებით, გამოძიების მსვლელობისას, სასამართლომ თვალი დახუჭა ქართველი სამხედროების მიერ ოსი ხალხის წამებაზე.

 გაზეთ "რასიისკაია გაზეტასთან" ინტერვიუში ბასტრიკინი აცხადებს, რომ ძალიან სურს დარწმუნდეს სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიების ობიექტურობაში, მაგრამ რიგი ფაქტების გამო ეს არ გამოსდის.

 "ამ სასამართლოს მიერ გამოძიების საგნის სახით განსაზღვრულია სამხედრო დანაშაულებები და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებები, რომლებიც, წინასწარი დასკვნებით, ჩაიდინეს არა საქართველოს შეიარაღებული ძალების, არამედ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ეთნიკური ქართველები წინააღმდეგ. ანუ გამოდის, რომ სასამართლომ საქმის მიმდინარეობა თავდაყირა დააყენა", - აღნიშნა ბასტრიკინმა.

 მისი თქმით, სასამართლო ასეთ დასკვნამდე მივიდა მას შემდეგაც კი, რაც რუსეთმა მას გადასცა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებების უტყუარი მტკიცებულებები.

 მისივე თქმით, რუსი გამომძიებლების მიერ გამოძიების ჩატარების დროს არც ერთი ისეთი მონაცემი არ გამოიკვეთა, რომელიც მსგავს სამართლებრივ შეფასებას მისცემდა აღნიშნულ საქმეს. ბასტრიკინის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ოპერაციის მიზანს იქ მყოფი რუსი მშვიდობისმყოფელებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დაცვა წარმოადგენდა.

 "ასე მოქცევას ჩვენ რუსეთის კონსტიტუციაც გვავალდებულებდა. თუ ჩვენ აღნიშნულ მოვლენებს 1949 წლის ჟენევის კონვენციის ფარგლებში განვიხილავთ, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების სამართლებრივ რეჟიმებს არეგულირებს, ლოგიკური იქნება თუ მას (აგვისტოს ომს) არ მივანიჭებთ საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის სტატუსს. ჩვენ არ უნდა დავივიწოთ, რომ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი 2008 წლის მოვლენებამდე გაცილებით ადრე, 1990-იან წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც სამხრეთ ოსეთის მთავრობაზე რუსეთს გავლენა ვერ ექნებოდა", - აღნიშნა მან.

 ბასტრიკინის განცხადებით, აშშ-მა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტისთვის საქართველოს სამხედრო იარაღით მომარაგება და ქართველი სამხედროების მომზადება დააფინანსა.