პოლიტიკა
"რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან" - მარგველაშვილი

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმიგიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ევროპული პოლიტიკის ნაწილია და ერთიან ევროპულ ნათელ გზავნილს საჭიროებს. გზავნილს, რომ, როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან, საქართველო რუსეთთანაც ესწრაფვის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობას. ერთიანი, სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერების, წინსვლისა და მეზობლებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გარანტია. ვერცერთი ქვეყნის, მათ შორის ვერც რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფით“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

 ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანია არაღიარების პოლიტიკის გაძლიერება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს და ირწმუნოს, რომ საქართველო იყო, არის და იქნება ევროპული სივრცის განუყოფელი შემადგენელი. ამ ვითარებაში რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.