საზოგადოება
ყოველთა სომეხთა კათოლიკოსსა და თინა ხიდაშელს შორის „მეგობრული, ძალიან სასიამოვნო“ შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. სომხეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს გარეგინ II შეხვდა. თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სომხეთის კათოლიკოსთან ძალიან სასიამოვნო შეხვედრა შედგა: საუკეთესო სურვილები გამოგვატანა საქართველოში - სურვილები მთელი ჩვენი მოსახლეობის მშვიდობისთვის. შეგვპირდა, რომ ილოცებს ქართველებისთვის, ისევე, როგორც სომხებისთვის. ეს იყო მეგობრული, ძალიან სასიამოვნო შეხვედრა, სადაც ყველაზე კარგად გრძნობ განწყობას, დამოკიდებულებას, მხარდაჭერას, სურვილს იმისა, რომ უფრო მეტი წარმატება გვქონდეს ერთობლივად“.