სამართალი
ნიკოლოზ მჟავანაძე: „კონტიტუციით უნდა განისაზღვროს, რომ ქორწინება წარმოადგენს კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის”

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ეხმიანება საზოგადოებაში ატეხილ ვნებათაღელვას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საფრთხესთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა ტრანსგენდერ „მაცაცოს” - იგივე გიორგი ტატიშვილის სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იცნოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულება, რომლითაც განმარტებულია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა!

 „დასავლეთის ფონდებიდან გამოყოფილია  მილიონობით დოლარი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების კამპანიის მხარდასაჭერად საქართველოშირომლებსაც ქართული გრანტიჭამიები უკვე ითვისებენ. იმისათვის რომ არ მოხდეს ის, რაც მთელ ევროპაში უკვე მოხდა, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს,  მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც  საქართველოს კონსტიტუციაში  გაჩნდება ჩანაწერი შემდეგი რედაქციით: ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

 მოვუწოდებთ ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ნუ გახდება მძევალი გარკვეული ჯგუფებისა, რომლებიც დასავლეთიდან მიღებული ფინანსებით ცდილობენ, ქვეყანა უფსკრულის  პირას მიიყვანონ.  ჩვენთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ ვინმე ტრანსგენდერ მაცაცოს უკან, რომელმაც შეიტანა სარჩელი, რეალურად  დგანან ის გრანტიჭამიები, რომლებიც უკვე კარგა ხანია აწარმოებენ ბრძოლას  ეროვნული ფასეულობების, ეკლესიის და სახელმწიფოს  წინააღმდეგ”, - აცხადებს მჟავანაძე.