პოლიტიკა
„თურქეთი და აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. საქართველო თურქეთის – ნატოს წევრის მადლიერია!“ - თინა ხიდაშელს სომხები გაუგიჟებია...

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფომი. სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს (ერთდროულად საგარეო საქმეთა მინისტრსა და დე-ფაქტო საქართველოს პრეზიდენტს) აზერბაიჯანსა და თურქეთთან თანამშრომლობაზე დაუსვეს შეკითხვა.
 „აზერბაიჯანი და თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან. თურქეთი ნატო-ს წევრი მეზობელი ქვეყანაა და ეს კიდევ უფრო აღრმავებს და აძლიერეს ჩვენ შორის ურთიერთობას. საქართველო მადლიერია ყველა იმ მხარდაჭერისა და დახმარების, რასაც თურქეთის მხარე სთავაზობს პოლიტიკურ დონეზე, მინისტერიალებისა და სამიტების კუთხით.

 საქართველოს დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება. გასულ წელს, ივნისში, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ჩვენმა მეზობლებმა დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს, მათ შორის პირველი თურქეთი იყო. ჩვენ ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა ბრიფინგზე.