პოლიტიკა
„არავითარი პრობლემა პანკისში არ არსებობს!“ - ხიდაშელი ანტირუსული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში (საქინფორმი)

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფომი. პანკისის ხეობა და რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდა იყო თოქ-შოუ „ვექტორის“ მთავარი თემა საქართველოს ტელევიზიის ანტირუსულ 1 არხზე „საზოგადოებრივი მაუწყებლი“. გადაცემის წამყვანებმა - ცნობილმა რუსოფობებმა ირაკლი ტაბლიაშვილმა და გიორგი ცხვიტავასაქართველოს თავდაცვის მინისტრს პანკისის ხეობაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეკითხვები რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების კონტექსტში დაუსვეს, რომლის თანახმადაც პანკისი ტერორისტების თავშესაფარს წარმოადგენს.

 „არავითარი პრობლემა პანკისში არ არსებობს. ჩვენ წინასწარი ინფორმაცია გვქონდა, რომ ასეთი განცხადება იგეგმებოდა და სწორედ ამიტომ მოვაწყვეთ ჟურნალისტებისთვის ტური პანკისში, რათა თქვენს კოლეგებს საკუთარი თვალით ენახათ, რომ პანკისის ხეობაში აბსოლუტური სიმშვიდეა. ადამიანები ცხოვრობენ ზუსტად იმავე ცხოვრებით, პრობლემებით, რაც დანარჩენ საქართველოს აქვს; იმავე სიხარულით, რაც დანარჩენ საქართველოს აქვს.

 არაფერი განსაკუთრებული იქ არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული მდგომარეობა, როდესაც თითის გამოშვერის რეჟიმში რუსეთი ცდილობს, საქართველოს რაღაც ისეთი დააბრალოს, რაც არ ხდება. ამიტომ არანაირ საფრთხეს ჩვენ არ ველოდებით. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებებს არ ვგეგმავთ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა პირდაპირი ჩართვისას.

 საქინფორმი შეახსენებს თავის მკითხველს, რომ საქართველოს ტელევიზიის 1 არხი - ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არის საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო ტელევიზია და, შესაბამისად, ფინანსდება ხალხის ფულით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 მიუხედავად ამისა, ე.წ.საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გამოხატავს არა ქართველი ხალხის - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის (90% მეტის), არამედ NATO-ს, NATO-ს წევრი თურქეთის, აშშ-ის სპეცსამსახურების ინტერესებს, რადგანაც წარმოადგენს საქართველოში დასავლეთის „რბილი ძალის“ და ჰიბრიდული - საინფორმაციო ომის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს. შესაბამისად, ტელეკომპანიებთან „რუსთავი 2“-თან ერთად აწარმოებს საქართველოში პროდასავლურ ანტირუსულ პროპაგანდას.