პუბლიკაციები
ერი, რომელიც პატივს არ სცემს თავის წარსულს, ის მომავალს ვერასოდეს ვერ ააშენებს! - არჩილ ჭყოიძე

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი.  9 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარტიანეიტრალური - ევრაზიული საქართველოსა" და ,,ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები არჩილ ჭყოიძის ხელმძღვანელობით გამართეს აქციას დავით აღმაშენებლის ძეგლის წინ, დავით აღმაშენებლის ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნების მოთხოვნით. როგორც ჭყოიძემ განაცხადა, დაუშვებელია, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეფის ძეგლი მოუხერხებელ ადგილზე იდგას და საზოგადოებას მასთან მიახლოების საშუალება არ ჰქონდეს. "დღესდღეობით, დავით აღმაშენებლის ძეგლი დგას აბსოლუტურად მიუღებელ ადგილას და მისი იქ დატოვება უბრალოდ შეურაწმყოფელია დიდი მეფის ხსოვნის და ქართული საზოგადოების წინაშე, ვინაიდან ძეგლთან მოხვედრა და მისი უბრალოთ ყვავილებით შემკობაც კი შეუძლებელია ნებისმიერი მოქალაქისათვის, თუ ის არ მოახდენს საგზაო კანონის დარღვევას. ასე, რომ მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც იზიარებს ჩვენს პოზიციას შემოგვიერთდნენ აქციაზე, ერთად დავაბრუნოთ მეფედ-მეფის დავითის ძეგლი, ძველ ადგილას!" - აცხადებს პარტიის ლიდერი არჩილ ჭყოიძე.

 "ზოგიერთმა ჟურნალისტმა, საზოგადო მოღვაწემ, პოლიტიკოსმა გამოთქვა მოსაზრება,რომ თითქოს, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა: უმუშევრობა, სოციალურად დაუცველი ფენები, პენსიონერები და ასე შემდეგ, ამ დროს ძეგლზე ყურადღების გამახვილება უდროოაო. მინდა უპასუხო სკეპტიკოსებს - ერი, რომელიც ივიწყებს და პატივს არ სცემს თავის წარსულს, ის მომავალს ვერასოდეს ვერ ააშენებს. ზუსტად, იმიტომ დავკარგეთ ტერიტორიები, ზუსტად იმიტომ ვიქეცით საკუთარ ქვეყანაში დევნილებად, ვიქეცით სხვა ეთნოსის მომსახურე ხალხად, ზუსტად იმიტომ ჩამოგვეშალა ეკონომიკა, რომ დავივიწყეთ ენა, მამული, სარწმუნოება. დავივიწყეთ დავითი, შევურაწვყეთ თამარი და შოთა, დავაიგნორირედ დედაენა, ჩამოვაგდეთ სტალინის ძეგლი, მაშინ როდესაც ამერიკაში, სლოვაკეთში მისი ძეგლები დადგეს და კიდევ მრავალი უდიდესი მამულიშვილი დავივიწყეთ, როგორც წინაპარი ასევე დღევანდელობაში არსებული. ამავე დროს გავაპეტიშეთ უცხო ქვეყნის ექსპერტები, დავდგით ტარას შევჩენკოს ძეგლი, რეიგანის, ველოსიპედის, გადავარქვით ქუჩებს ქართველი მამულიშვილების სახელები და ბუშების, კაჩინსკების, არაბი თუ თურქი ბიზნესმენების სახელები დავარქვით. ჩვენვე სულში ჩავაფურთხეთ ჩვენს საუკუნოვან ისტორიას თავიანთი უდიდესი გენიოსებით. ამიტომ არის ზუსტად აღმაშენებლის ძეგლი რომ უნდა დაუბრუნდეს ზუსტად იმ ადგილს, სადაცვ იდგა - ივერიის წინ რუსთაველზე, ვინაიდან ზუსტადაც, რომ დავითის დამსახურება იყო ივერიის გაბრწყინება და შოთას ეპოქის დადგომა“, - განაცხადა ჭყოიძემ საინფორმაციო სააგენტო „ივერიონს“.