უცხოეთი
პუტინმა Су-24–ის ჩამოგდება ტერორიზმის ხელშემწყობთაგან ზურგში დანის ჩაცემად შეაფასა

საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის „სუ-24"-ის ჩამოგდებაზე კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, რუსული თვითმფრინავი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა თურქეთისთვის და მომხდარი სერიოზულ გავლენას იქონიებს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე.

დღევანდელი დანაკარგი დაკავშირებულია იმასთან, რომ ტერორიზმის ხელშემწყობებმა ზურგში დანა ჩაგვცეს. მომხდარის სხვანაირ კვალიფიკაციას მე ვერ გავაკეთებ. ჩვენი თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა სირიის ტერიტორიაზე. „F16"-ის თვითმფრინავიდან გაშვებული საჰაერო რაკეტით", - განაცხადა პუტინმა.