აქტუალური
„რუსეთს დაპყრობილი აქვს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები და ამ დროს მასთან ერთად დიალოგისა და თანამშრომლობის გზით ვეძებთ პრობლემის გადაწყვეტის გზებს“ - თინა ხიდაშელი

აქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. სირიაში კრიზის მოგვარების გზაზე რუსეთ-დასავლეთის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრს პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე, კანადაში.

თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდში გამართულ დისკუსიებს, სადაც განხილვის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, სირიაა, ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე - რატომ მოხდა ომი საქართველოში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა წერტილებში... ამ დღეებში ვისმენთ, რომ საჭიროა რუსეთთან საერთო ენის გამონახვა, რუსეთის, როგორც პარტნიორის აღქმა, მისთან მოლაპარაკების წარმოება და მაგიდასთან დაბრუნება ... ერთის მხრივ, ვაღიარებთ პრობლემებს, რომლებსაც რუსეთი ქმნის - ვამბობთ, რომ ის არ არის სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორი, არის ოკუპაციური ძალა, აგრესიული ქვეყანა, დაპყრობილი აქვს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები და ამ დროს, მასთან ერთად დიალოგისა და თანამშრომლობის გზით ვეძებთ პრობლემის გადაწყვეტის გზებს. ამასთან ვიცით, რომ მისგან მოსალოდნელია ახალი სიურპრიზი სირიასა ან მსოფლიოს სხვა ნაწილში...“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თინათინ ხიდაშელის თქმით, ორ სამყაროს შორის ეგზისტენციალური ომი მიმდინარეობს, სადაც სამყაროს ერთი ნაწილი ეფუძნება კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და თამაშის წესებს, რომლებიც ერთად დავადგინეთ. მეორეს მხრივ, არის ქვეყანა, რომელიც დღის წესრიგს თავად ადგენს, ცვლის საერთაშორისო თამაშის წესს და მას მაინც დახმარებას ვთხოვთ.

„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთთან, გავაფორმოთ ხელშეკრულებები, მაგრამ ამ პროცესს, ძალიან პოზიტიური და ნათლად განსაზღვრული დღის წესრიგი უნდა ახლდეს, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკვე ათწლეულებია, ერთგული პარტნიორები არიან...“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.