აქტუალური
„დადექით იმ ქვეყნების გვერდით, რომლებსაც ვაშინგტონის მხარეს სურთ ყოფნა და ეს იქნება ნათელი გზავნილი რუსეთისთვის, რომ არავის ეშინია მათი“ - თინათინ ხიდაშელი

საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა საერთაშორისო თანამეგობრობას გადამწყვეტი და თამამი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ან ევროპელი მოკავშირეები საქართველოს ან სხვა რომელიმე პატარა ერებს მარტო ტოვებენ. მესმის, რომ ეს მოსაზრებები ობამა-პუტინის ძალიანთბილიშეხვედრის ამსახველი ფოტო-მასალის გამოქვეყნების შემდეგ გამძაფრდა... სადაც ისინი ძალიან მეგობრულად საუბრობენ... ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთთან, გავაფორმოთ მასთან ხელშეკრულებები, მაგრამ ამ პროცესს, ძალიან პოზიტიური და ნათლად განსაზღვრული დღის წესრიგი უნდა ახლდეს თან, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკვე ათწლეულებიათავიანთი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე ერთგული პარტნიორები არიან... აი, ეს არის ის, რაც ამ სურათიდან არ ჩანს. ჩვენ ვამბობთ, ვესაუბროთ რუსეთს, ვეცადოთ, რომ ამ საუბრებიდან რაც შეიძლება მეტი შედეგი მივიღოთ, მაგრამ ამავდროულად დავუმტკიცოთ რუსეთს, რომ შენ გაქვს შენი საკუთარი დღის წესრიგი იმ ქვეყნებისთვის, რომლებითაც რუსეთი ასე შეპყრობილია”, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

„არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვისა და ვაშინგტონის „შეჯიბრში“, ვაშინგტონის მხარეს სურთ ყოფნა - ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის... დადექით მათ გვერდით და ეს იქნება ყველაზე ნათელი გზავნილი რუსეთისთვის, რომ არავის ეშინია მათი, რომ რუსეთთან თანამშრომლობის სურვილი არ არის დასავლეთის სასოწარკვეთილების გამოხატულება და ეს არის ყველას ინტერესი... თუ ჩვენ გავიღვიძებთ სრულიად განსხვავებულ სამყაროში, მაშინ რუსეთი ნათლად დაინახავს, რასთან აქვს საქმე და რომ არსებობსპ ოზიტიური დღის წესრიგი... ამ გზაზე არსებობს დიდი თავისუფალი სივრცე და შესაძლებლობები, როგორც ნატოსთვის ისე, ევროკავშირისთვის!“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.