საზოგადოება
„თუ შიმშილობა შეწყდება, მზად ვართ მოშიმშილეებს დაუყოვნებლივ შევხვდეთ და ყველა იმ საკითხზე ვისაუბროთ, რაც მათ აწუხებთ" - კვაჭანტირაძე

საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. „თანახმა ვართ ნებისმიერ ფორმატში დიალოგზე. არ შეიძლება, მსგავსი საკითხები შიმშილობისა და ზეწოლის ქვეშ განიხილებოდეს. ამას არც ერთი ხელისუფლება არ დაუშვებს და ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს”, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.

„ევროპელი კოლეგები წინასაარჩევნო წელს საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლას არ გვირჩევენ. კოალიციამ თავისი გეგმების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ, 31 აგვისტოს გააკეთა. მიმდინარეობს მუშაობა და წლის ბოლომდე კონსენსუსს მივაღწევთ. მაჟორიტარებისთვის 50 %-იანი ბარიერი ძალაში რჩება და მთლიანობაში, 2016 წლის არჩევნები კიდევ უფრო დემოკრატიული იქნება. ამ ეტაპზე, მაჟორიტარული სისტემის მთლიანად მოშლა გამორიცხულია. ამაზე კონსენსუსს ვერ მივაღწევთ”, - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.