საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ვაშინგტონში “ჯეფერსონ ვოტერმან ინტერნეიშენალის“ ხელმძღვანელს რობერტ კელის შეხვდა

საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. შეხვედრაზე ირაკლი შიხიაშვილმა სამსახურის მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო  გეგმებზე ისაუბრა, მათ შორის  პროექტი „გეორგია“ -  მომავლის სოფელი  გააცნო და ასევე  სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის აშენების პერსპექტივები განიხილეს. რობერტ კელიმ  მზაობა გამოთქვა, მხარდაჭერა და თანადგომა გაუწიოს სამსახურს ამ პროექტების განხორციელებაში და ასევე ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაღრმავებაში დახმარებაც აღუთქვა.