საზოგადოება
ცოტნე გამსახურდია: „ადამიანს, რომელიც “მეგრელობას“, “მეგრელ ხალხს“, “მეგრულ მიწას“ პოლიტიკურ დისკურსში ახსენებს, ბომბი მოაქვს თქვენს სახლში!

საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. ცოტნე გამსახურდია მიიჩნევს, რომ რეგიონალური კულტურა უნდა ვითარდებოდეს. ამის შესახებ გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

„...მიმაჩნია, რომ მეგრული ენა უნდა ისწავლებოდეს, უნდა ვითარდებოდეს რეგიონული კულტურა, ისტორიკოსები და საზოგადოებრივ მეცნიერებათა წარმომადგენლები უნდა იძიებდენ დედასაქართველოსთან სამეგრელოს პოლიტიკურ დაკულტურულ კავშირებსიმედია, პირველად არ გესმით, რომ ისტორია პირველ რიგში პოლიტიკური მეცნიერებაა, ხოლო ეროვნებაპოლიტიკური შეგნების, და არასისხლისმიერი ნათესაობის ფენომენი.

თუმც არის ერთი “მაგრამ“: ადამიანი, რომელიც “მეგრელობას“, “მეგრელ ხალხს“, “მეგრულ მიწას“ პოლიტიკურ დისკურსში ახსენებს და გაუკეთებს აქცენტირებას, ჩათვალეთ რომ მას ბომბი მოაქვს თქვენს სახლში! არც ის დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით სამეგრელოს გააჩნია მთელი რიგი ნიშნები – ენა, ტერიტორია, ზღვაზე გასასვლელი, საზღვარი არცთუ კეთილგანწყობილ უცხო ქვეყანასთან და ამ ქვეყნის სპეცსამსახურების საუკუნოვანი ინტერესი და გამოცდილება მეგრულ სეპარატიზმზე მუშაობისა! აი, ამით განსხვავდება ლაპარაკი სამეგრელოზე იმავ კახეთზე თუ იმერეთზე, ან გურიაზე ლაპარაკისგან… ვინც უნდა იყოს ეს მოლაპარაკე – გაბედავა, ბურჭულაძე, ჭაჭია თუ ჭ…ა.“,- წერს, კერძოდ, ცოტნე გამსახურდია.