საზოგადოება
ირმა ინაშვილი - ბიძინა ივანიშვილზე: „მაჩვენეთ ადამიანი, უცნობი, ან ძალიან ცნობილი, რომელსაც 20-30 წლის წინ ან რომანტიკული თავგადასავალი არ ჰქონდა… ან დიდი სიყვარული“

საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი  განსხვავებული აქცენტები-ს მიერ, ბიძინა ივანიშვილის პირადი ცხოვრების შესახებ მომზადებულ გადაცემას ეხმაურება.

მაჩვენეთ ადამიანიუცნობი, ან ძალიან ცნობილი, რომელსაც 20-30 წლის წინ ან რომანტიკული თავგადასავალი არ ჰქონდაან დიდი სიყვარულიან შეცდომა არ მოსვლია ცხოვრებაში, რადგან ვნება სიყვარული ეგონაან რაიმე კონკრეტული ვითარების გამო, არ გაბმულა მახეშივინაა ეს კრისტალური, ვისაც მხოლოდ სწორხაზოვანი წარსული ჰქონდა?!… და რატომ უხარიათ ადამიანებს სხვა ადამიანების გარდასულ დღეებში ძვრომარადგან ცნობილი ხარ, ნუთუ ვალდებული ხარ მთელ სამყაროს აუხსნა, ვინ გიყვარდა და ვინ არა?!…

ვინ გატკინა გული, ან შენ ვის გაუბზარე ცხოვრება?!… ვინ იყო შენი ცოლი, ქმარი, ან უბრალოდ სულიერი მეგობარი… თუ საქმიანი პარტნიორი?!… მრავალი წლის მანძილზე ვიყავი ჟურნალისტი და ყოველთვის მიუღებელი იყო ჩემთვის ადამიანთა პირადი ცხოვრების ექსპერტიზა… მათ შორის, საჯარო პირების… პოლიტიკოსების ცხოვრებიდან მხოლოდ აწმყო მაინტერესებს და ისიც, პოლიტიკის ნაწილში!!!“- აცხადებს ინაშვილი.