სამართალი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში თბილისისა და ბათუმის საჯარო სკოლებს მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის სამმართველოს და რეგიონების მართვის სამმართველოს ბათუმის განყოფილებას, თბილისის N147 და ბათუმის N11 საჯარო სკოლების უფროსკლასელები ეწვივნენ. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის მართლწესრიგის  უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“  ფარგლებში განხორციელდა.
მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლებმა მოსწავლეებს სააგენტოს სერვისების და საგზაო ნიშნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. შემდეგ მოზარდებმა სააგენტოს შენობა დაათვალიერეს, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალ „3D“ ბილეთებს გაეცნენ და გამომცდელთან ერთად პრაქტიკული გამოცდის ელემენტები გაიარეს.

შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები და მათი სკოლის ნომრის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი გადაეცათ.