აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ჰალიფაქსის ფორუმის ფარგლებში ჰოლანდიის, ალბანეთისა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებს შეხვდა

საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი.  ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯანინ ჰენის-პლასჩერტი, ალბანეთის თავდაცვის მინისტრი მიმი კოდელი, მაკედონიის თავდაცვის მინისტრი ზორან იოლევკსი და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრი მილიცა პეიანოვიჩ-დურიშიჩი კანადაში საერთაშორისო ფორუმს ესწრებიან.

მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების განხორციელებაში ჰოლანდიის წვლილზე და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. თავდაცვის მინისტრმა ჯენინ ჰენის-პლასჩერტი საქართველოში მოიწვია.

„საუბარი გვქონდა ასევე ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრთან - ჰოლანდიისგან ჩვენ ვითხოვთ მეტ თანამონაწილეობას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. იმედი მაქვს, რომ ქალბატონი ჯანინი უკვე კონკრეტულად ჩაერთვება ამ პროცესის წარმატებით განხორციელებაში. შევხვდით ასევე მონტენეგროს თავდაცვის მინისტრს, რაც ამ მომენტისთვის ყველაზე ცხელი საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა კიდევ ერთხელ დადასტურდება პირველ დეკემბერს, მინისტერიალის დროს, სწორედ, მონტენეგროს ნატოში მიწვევით. თავდაცვის მინისტრები აქტიურად ვართ ჩართული საადვოკატო პროცესში, რათა ყველა სკეპტიკოსის საწინააღმდეგოდ დადასტურდეს, რომ ნატოს კარი ღიაა“ , - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.