პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების განხორციელება. მზად ვართ კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს“

1-asociac-aqtual-1-analitსაქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების შესახებ სრული ანგარიში ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომაზე წარადგინა.

სხდომას ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და  გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებშიევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს მხრიდან კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე ანგარიშით წარსდგნენ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესებში ჩართული სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები: საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი. „საქართველოს განზარახული აქვს წარმატებით წავიდეს წინ ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ დავიწყეთ ასოცირების შეთანხმების განხორციელება, გვაქვს მთელი რიგი შედეგები და მზად ვართ კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს. უვიზო მიმოსვლა იქნება მთავარი შედეგი ამ მიმართულებით. ჩვენ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, რათა საქართველოს პროგრესი შეფასდეს სათანადოდ“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს, რაც არის განხორციელებული რეფორმების მხრივ. იმედია, რომ ეს პროგრესი თანდათან უფრო ხილვადი გახდება. საქართველოში დემოკრატიის გამყარება ყველა ჩვენგანის ინტერესშია“,-აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.