პუბლიკაციები
„ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროკომისია 15 დეკემბერს გაგვაცნობს, მაგრამ პოზიტიური მოლოდინის საფუძველი არსებობს“ - ფედერიკა მოგერინი

1-hann-polit-2-analitსაქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ წარმატებით მიაღწია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ბევრ ეტაპობრივ მიზანს. ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ სახეზეა აშკარად პოზიტიური ტენდენციები”,-განაცხადა, კერძოდ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესმა მნიშვნელოვნად დააჩქარა საქართველოს ტრანფორმაცია და მოდერნიზაცია. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიის კონსოლიდაცია, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა დაცვა და ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდის უზრუნველყოფა”,-განაცხადა, კერძოდ, პრემიერმა ღარიბაშვილმა და იქვე აღნიშნა:

საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ეტაპობრივი მიზნების მისაღწევად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი მიღწევები იქნება სათანდოდ აღიარებული და ასახული ევროკავშირის დადებით შეფასებაში, რაც შედეგად მოიტანს საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ევროპაში. საქართველოს მოქალაქეთათვის ეს გადაწყვეტილება იქნება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს მოაქვს კონკრეტული შედეგები“.

საქართველომ გაატარა რეფორმები, რათა დაუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა თუ რამხელა მხარდაჭერა აქვს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით”,-აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.