რელიგია
ღვთისმშობელი თავს იკლავს „ილიაუნის“ უნივერსიტეტში! - პროვოკაციული ნახატი ილია ჭავჭავაძის (ყოფილი ა. ს. პუშკინის სახ.) სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში - საქინფორმი

1-bogomater-SAZ-3-RElსაქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ილიას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ბერდია ბერიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე  პროვოკაციული, ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატის ფოტოს ავრცელებს, სადაც ღვთისმშობელი თავს იკლავს. აღნიშნული ფერწერული ტილო ქუთაისელ თვითნასწავლ მხატვარს ლია უკლებას ეკუთვნის, რომელმაც ეს „ქმნილება“ ფემინიზმის თემას და 17 მაისის მოვლენებს - თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე ლგბტ-თანამეგობრობის გეი-პარადის „დარბევას მიუძღვნა.

ღვთისმშობელი თავს იკლავს ილიაუნიში - გასაგებია, რომ ვსწავლობთ ლიბერალურ უნივერსიტეტში, თუმცა რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა ჩემთვის იგივე გაუნათლებლობა და უგუნურობაა, როგორც რელიგიური ფანატიზმი, რელიგიის და მამაოების გაფეტიშება, უბრალოდ არ შეიძლება სხვის სიწმინდეს ასეთი სახით შეეხო, არ ვიცი სურათის შინაარსი, თუმცა ფორმა მიუღებელია ჩემთვის და ბევრი სტუდენტისთვის, ალბათ. სამწუხაროა, რომ ილიაუნიში ხდება ს“, – აცხადებს ბერდია ბერიძე.

მისივე  განცხადებით, რელიგიური დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი ნახატის  გამოფენა რექტორის და ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა.

უნივერსიტეტში ღონისძიებას ვერ ჩაატარებ, ზუსტ აღწერას თუ არ გაუგზავნი პირადად რექტორს რა თქმა უნდა ყველაფერი იცოდნენ ადმინისტრაციაში და დაუშვეს რელიგიის დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი სურათი, დისკრიმინაცია მიუღებელია ჩემთვის ვისაც არ უნდა ეხებოდეს ეს რელიგიურ ადამიანს თუ ათეისტს“, - აცხადებს ბერიძე.

„ნამუშევარი ილიაუნიში არ უნდა იყოს და სასწრაფოდ უნდა ჩამოხსნან“, - აცხადებენ უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებიც.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ილიას უნივერსიტეტის რექტორი ცნობილი ლიბერასტი გიგი თევზაძეა (ფოტოზე ქვემოთ - გიგი მეგობართან, ო. პანფილოვთან ერთად) - გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, გოკა გაბაშვილის, გიგი წერეთლის, გივი თარგამაძისა და მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე.

1-bogomater-saz-3-rel-qvem