უცხოეთი
„რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას საუბარი ნიუ იორკში კონსტრუქციული იყო, თუმცა მათ შორის ურთიერთგაგება ვერ განამტკიცა", - რფ-ის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი

zar-2-anსაქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. დიმიტრი პესკოვმა ვლადიმერ პუტინსა და ბარაკ ობამას შორის, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართული შეხვედრის ზოგიერთი დეტალი გაასაჯაროვა. პესკოვის თქმით, ეს შეხვედრა იყო კონსტრუქციული, თუმცა არ განუმტკიცებია ურთიერთგაგება, რადგან აშშ-ს უწინდებურად არ სურს გამოამჟღავნოს მოქნილობა და ყურად იღოს სხვების პოზიციები. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა, როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინა იყო. როგორც პესკოვმა აღნიშნა, ობამამ ვერ გამონახა წონადი პუტინი არგუმენტების გასაბათილებლად კიევსა და დონბასში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ორი ქვეყნის ლიდერებმა განიხილეს სიტუაცია სირიაში, სადაც, ამ შეხვედრის შემდეგ, რუსულმა ავიაციამ საჰაერო ოპერაცია დაიწყო.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იქ განხორციელდა 20 მისია. რუსეთის სადაზავერვო სამსახურების მონაცემებით, ამან პანიკა დათესა „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებს შორის. რამდენიმე ასეული ტერორისტი დეზერტიად იქცა და ახლა ცდილობს ლტოლვილის საფარქვეშ  შეაწიოს ევროპაში.