უცხოეთი
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი: " ნებისმიერი კონფლიქტის მხარეები, რომლებიც იარაღს აშშ-სგან იღებენ, ყოველთვის მიმართავენ მას ამერიკელების წინააღმდეგ!"

1-donn-zar-3-anსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი.  აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, მილიარდერმა დონალდ ტრამპმა CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "ჩვენ ყოველთვის ვაწვდით იარაღს, გამოვყოფთ მილიარდობით დოლარს იარაღის შესაძენად, ისინი კი მას მუდამ ჩვენს წინააღმდეგ მომართავენ. ჩვენს ვერაფერს ვაკონტროლებთ. ამიტომ, ჩვენ არ ვიცით, ვის უნდა დავუჭიროთ მხარი. ისიც კი არ ვიცით, ვის ვუჭერთ მხარს".
მილიარდერმა განაცხადა, რომ აშშ არ უნდა ეცადოს, ითამაშოს „პოლიციის როლი მთელი მსოფლიოსთვის“.

გარდა ამისა, ტრამპის თქმით, რუსეთმა დაიწყო საჰაერო იერიშები რადიკალური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე სირიაში, რადგან არ სურს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ მის ქვეყანაში შევიდეს და ეს კი  შემდეგი ნაბიჯი იქნება".