რედაქტორისგან
„ჩერგო“ ბოკერიამ გრანტი მიიღო და სათავეში ჩაუდგება ანტირუსული პროპაგანდის ახალ ტალღას საქართველოში! - ანტირუსული პროპაგანდის ქრონოლოგია საქართველოში 2015 წლის მაისიდან

1-Cergo-pol-3-red-MTAVARსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს, როცა თვით აშშ-მა აღიარა მისი საშინელი შეცდომა - რომ ისინი წვრთნიდნენ და აიარაღებდნენ ბოევიკებს სირიაში, მათ შორის - საქართველოდანაც, რის შესახებაც 2015 წლის 20 აპრილს განაცხადა საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა საინფორმაციო სააგენტო REX-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, როცა მთელი მსოფლიო - მათ შორის - აშშ და ევროპა - იმედით შესცქერის, როგორ იხსნის მათ რუსეთი „ისლამური სახელმწიფოსგან“, იმიტომ, რომ მხოლოდ რუსეთს შესწევს ამის გაკეთების უნარი (როგორც ეს არაერთხელ განაცხადა საქინფორმმა), საქართველოში დაიწყო ანტირუსული პროპაგანდის ახალი ფართო ტალღა. თუმცა, მანამდე მკითხველს შევახსენებთ ანტირუსული პროპაგანდის ქრონოლოგიას საქართველოში მხოლოდ 2015 წლის მაისის პერიოდში.

1. ყველაფერი დაიწყო NDI-ს გამოკითხვიდან, რომელიც მოწმობს, რომ საქართველოში მკვეთრად გაიზარდა ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესვლის მომხრეთა რიცხვი. რის შემდეგაც დასავლეთში განგაში ატეხეს და საქართველოსკენ გრანტების ნაკადი დაიძრა. საგრანტო ხაზი გაუხსნეს, როგორც ყოველთვის, ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და  მედიას, რომლებიც ეკუთვნის ანდა კონტროლდება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ. 

წაიკითხეთ:

MDF-ის კვლევა: საქართველოში ანტიდასავლური განწყობის მთავარი წყარო მედიაა, სადაც ტვ „ობიექტივი“ და საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ ლიდერობენ

არნო ხიდირბეგიშვილი: „NDI-ის სოცგამოკვლევის შედეგების ელემენტარული ანალიზიც კი ცხადჰყოფს, რომ ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესვლას ქვეყნის მოსახლეობის 58 % უჭერს მხარს“

2. შემდეგ ამას მოჰყვა საქართველოსა და აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებები (აშშ-ის ვიცე-პეზიდენტი ჯო ბაიდენის, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიასი, პრეზიდენტი მარგველაშვილისა და სხვ.)„რუსული რბილი ძალის“ და „საქართველოში პრორუსული პროპაგანდის“ არსებობის შესახებ, „რომელბთან ბრძოლაა საჭირო“.

წაიკითხეთ:

საქინფორმი: ოთხეულის ალიანსმა დაშალა ივანიშვილი-ღარიბაშვილის ალიანსი და საქართველოში ანტირუსული ისტერია მოაწყო - „ნაცმოძრაობა“ „მოქალაქეთა კავშირის“ ჟამის დასასრულის ჟვანიასეულ ტაქტიკას იყენებს!

3. ერთი კვირის შემდეგ საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსმა“ განაცხადა, რომ „საქინფორმმა“ და „საქართველო და მსოფლიომ“ 2015 წლის თებერვლიდან 25 მაისამდე რუსეთიდან 5 მილიონი დოლარი მიიღეს პრორუსული პროპაგანდისათვის

წაიკითხეთ:

თუ ორივე ირაკლი - „დემოკრატი“ ალასანია და „ჟურნალისტი“ მანაგაძე - ბოდიშს არ მოიხდიან ან არ დაამტკიცებენ, რომ „საქინფორმმა“ მილიონები მიიღო რუსეთიდან, მწარედ ინანებენ! - არნო ხიდირბეგიშვილი

4. საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ღია წერილში დაწვრილებით ჩამოთვალა მთავარი რუსოფობური მედია და არასამტავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ და ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან და მოიყვანა კონკრეტული ფაქტები - პუბლიკაციები, ე. წ. კვლევევბი, პრესკონფერენციები, ტელეგამოსვლები მოწოდებებით „გააუვნებლონ საქართველოს სახიფათო მტრები, პრორუსული, მაშასადამე - ანტიდასავლური პროპაგანდის გამტარებლები“.

წაიკითხეთ:

არნო ხიდირბეგიშვილი: „მე გავაფრთხილე პრემიერ-მინისტრი, რომ საქართველოსა და საქინფორმის ყველა მტერი დღეს ივანიშვილისა და ღარიბაშვილის დაუძინებელი მტერი გახდა! საქართველოში სეკვესტრს უნდა დაექვემდებაროს არა სახელმწიფო ბიუჯეტი, არამედ მარგველაშვილი

არნო ხიდირბეგიშვილი: „წითელი და შავი“ („Le Rouge et le Noir“)

„ან პედერასტი ხარ, ან კრემლის აგენტი!“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორის რეპლიკა „რუსთავი 2“-ს გუშინდელ „განსხვავებულ აქცენტებზე“

5. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელისა და მედიაჰოლდინგი „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება „კრემლის რბილი ძალის“ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

წაიკითხეთ:

არნო ხიდირბეგიშვილი: “ქართველი პოლიტტიკინების ბინძური თამაშები” - ხიდაშელი და მარგველაშვილი რუსეთზე მუშაობენ!

საქინფორმი ურჩევს „ასავალ-დასავალს“, მოსთხოვოს ჩერგოლეიშვილს 40 მლნ - სწორედ ამდენი მოიპარა მისმა ქმარმა ბოკერიამ უშიშროების საბჭოდან და დახარჯა საქართველოს რუსულენოვან მტრებზე: ინტერნეტ-დივერსანტებზე, პროპაგანდონებზე და „ПИК“-ის პედერასტებზე!

1-Cergo-do-gruz

და აი გუშინ, უშიშროების საბჭოს ექსმდივნისა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგის მეუღლე - ზემონახსენები თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელსაც საქართველოში „ჩერგოს“ ეძახიან, თავის გუნდთან ერთად, სათავეში ჩაუდგა „საქართველოში ანტირუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის ახალ ეტაპს (ჯგუფის განცხადება ქვეყნდება უცვლელად და უკომენტაროდ):

«1 ოქტომბერს, 18:00-ზე, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები გიწვევთ ერთობლივი საინფორმაციო კამპანიის პრეზენტაციაზე - «დაიცავი თავისუფლება». კამპანიის მიზანია კრემლის პროპაგანდასთან გამკლავება.
საქართველოში რუსული ნარატივის მხარდაჭერა იზრდება - ევრაზიული კავშირშიგაწევრიანების იდეას მოსახლეობის 31% იწონებს. იმ ადამიანების წილი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური მისწრაფება რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სანაცვლოდ უნდა დათმოს 19%-დან 26%-მდეა გაზრდილი მხოლოდ 6 თვის განმავლობაში.

გაზრდილია პრორუსული და რეაქციული პოლიტიკოსების მხარდაჭერა - მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს ძალები 2016 წლის არჩევნებზე ბარიერს გადალახავენ.

მოსკოვი მზადაა განუსაზღვრელი რესურსი დახარჯოს საკუთარისიმართლისთავსმოსახვევად.დაიცავი თავისუფლება აპირებს ყველა რეგიონში ჩასვლასა და დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ კრემლის პროპაგანდისთვის ფაქტების დაპირისპირებას. პლატფორმის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ამისთვის საჭირო იქნება:
- იმ მითების გაფანტვა, თითქოს დასავლეთი ქართულ იდენტობას და ტრადიციებს ასუსტებს.
- იმის ილუსტრირება, თუ რა ხელშესახები შედეგი ექნება ევროინტეგრაცის შედეგად ქართული საზოგადოებისთვის.
- პრაქტიკული და ტექნიკური რჩევები, როგორ ისარგებლონ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და როგორ აისახება ეს მათ ყოვლდღიუობაზე
- მოსახლეობასთან შეხვედრების ინტენსიური გაშუქება ტაბულას ეთერში.

კამპანიის ფარგლებში გაიმართება საჯარო დებატები, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები.
«დაიცავი თავისუფლება» - კამპანიის ფარგლებში, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს თითოეულ რეგიონში შედგება ორი - სამ დღიანი ვიზიტი. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა შეხვდეს და გაესაუბროს საზოგადოების გამოჩენილ წარმომადგენლებს, მათთან განიხილოს ის პრობლემები, რასაც ყოველდღიურად აწყდება, მოისმინოს ფაქტებზე დაფუძნებული არგუმენტები საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის სასარგებლოდ და გაიაზროს რა გავლენა ექნება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მათ ცხოვრებაზე - ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური მიმართულებით.

პრეზენტაციას დაესწრებიან ადგილობრივი და საერთასორისო ორგანიზაციების, მედიისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები

პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები: ტაბულა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS), Georgian Review, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ფონდი ALPE, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ფორმულა კრეატივი, თავისუფლების ინსტიტუტი, Altervision Group, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)».

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 2 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

1-Cergo-boloSi