უცხოეთი
გენერალი ჯონ ალენი გადადგა, იმის ნაცვლად, რომ სათავეში ჩასდგომოდა ნატოს გაერთიანებულ ძალებს ევროპაში

1-alen-zar-3-anსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკელი გენერალი ჯონ ალენი, რომელიც ევროპაში ნატო-ს ძალების მეთაურის თანამდებობაზე მოიაზრებოდა, სამხედრო სამსახურის დატოვებას აპირებს. როგორც “ვაშინგტონ პოსტი” წერს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი გენერლის ცოლის ავადმყოფობა გახდა:

"დროა, ჩემს ოჯახს მეტი დრო დავუთმო," - ამბობს გენერალი. ამასთან, ალანმა უარყო გავრცელებული მოსაზრება, რომ მისი გადადგომის მიზეზი შესაძლოა, ის გამოძიება გახდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ჯილ კელისა და ალანს შორის არსებული მიმოწერის გამო დაიწყო. მას პენტაგონმა ეს ბრალდება უკვე მოუხსნა. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ალენი ევროპაში ნატოს ძალების ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბერში წარადგინა. პრეზიდენტმა ობამამ უკვე დააკმაყოფილა ალენის თხოვნა გადადგომის შესახებ.