უცხოეთი
გუშინ რფ-ის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებმა რუსეთში აკრძალული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სირიაში წერტილოვანი იერიშების განხორციელება დაიწყეს - ТАСС

1-Soigu-zar-2-anსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა აცნობა. „ჩვენი უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა დაიწყეს წერტილოვანი დარტყმების საჰაერო ოპერაცია სირიის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო“, - განაცხადა მან.

რფ-ის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოუგუმ თავის კოლეგებს აცნობა, რომ საჰაერო ოპერაციებისას სირიაში რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავებს იერიში მიაქვთ  „ისლამუსი სახელმწიფოს“ კუთვნილ სამხედრო ტექნიკაზე, კავშირგაბმულობის საშუალებებზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, იარაღის საწყობებზე, საბრძოლო მასალებზე“, - დასძინა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.