უცხოეთი
ფედერაციის საბჭომ რუსეთის პრეზიდენტს თანხმობა მისცა, სირიაში რფ-ის სამხედრო ძალები გამოიყენოს. გამოყენებული იქნება მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალები, განაცხადა რფ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა - ТАСС

1-ivanov-zar-3-anსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვას. რუსეთი და სირია მხოლოდ ავიაციას გამოიყენებენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სერგეი ივანოვის განცხადებით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ ჩაატარებს. იგეგმება მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენება.

თქვენ იცით, რომ სირიაში, ერაყში, და მომავალში, ალბათ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, უკვე ხორციელდება სარაკეტო-ბომბდამშენი იერიშები რიგი ქვეყნების - აშშ-ის, საფრანგეთის, ავსტრალიის მიერ, რიგი ქვეყნები კი ამის შესახებ აცხადებენ. ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის გვერდის ავლით ხორციელდება. სამხედრო ოპერაცია მიზნად ისახავს სირიის შეიარაღებული ძალების  საჰაერო მხარდაჭერას  "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში", - განაცხადა ივანოვმა და იქვე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებას სამხედრო დახმარების აღმოჩენა სირიის ლიდერმა ბაშარ ასადმა სთხოვა.