უცხოეთი
„ერაყი, ტუნისი, ლიბია, სირია: ღმერთი რომ გაგიწყრეთ და დასაჯოს დამნაშავეები? თქვენ, თქვენი ხალხი, რომლებიც თქვენი ავანტიურების გამო დაუნაშაულოდ დაიტანჯებიან! - ალექსანდრე ლუკაშენკო

1-lukaS-zar-1-anსაქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. გაეროს გენერალური ასამბლეის გლობალური განვითარების სამიტზე გამოსვლისას, ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას ბოლომდე ვერ აუხსნია, რა დაუშავა სირიის კანონიერმა პრეზიდენტმა ასადმა ევროპას.

მოდით გავიხენოთ ფაქტები. ბირთვული იარაღის ძიების საბაბით განიზრახეთ ერაყის დემოკრატიზაცია, დაამხეთ პრეზიდენტი ჰუსეინი და სად ნახეთ ბირთული იარაღი? სად არის დემოკრატია ერაყში? იმის ნაცვლად, რომ შეჩერებულიყავით და ბოდიში მოგეხადათ, უფრო შორს წახვედით: ერთი და იმავე სცენარით დაიწყეთ ტუნისით და დაამთავრეთ ლიბიით.

ბატონებო, იქნებ გეყოთ? არა! შეიჭერით დაა ააოხრეთ სირია! რატომ კლავთ უდანაშაულო ხალხს, ბავშვებს? რატომ ცდილობთ დაამხოთ კანონიერი პრეზიდენტი ასადი, რა დაგიშავათ?“, - განაცხადა მან.