უცხოეთი
საქინფორმი: პრეზიდენტმა ალიევმა შეწყვიტა აზერბაიჯანის თანამშრომლობა ევროპარლამენტსა და ევრონესტთან! მიბაძავს თუ არა აზერბაიჯანის მაგალითს საქართველო, თუ ციხიდან გამოუშვებს „ნაცმოძრაობის“ დამნაშავეებს და შეწყვეტს სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნას?

1-heid-zar-3-anაზერბაიჯანის პრეზიდენტი: „ევრონესტი ფაქტობრივად ამორფულ ძალად იქცა და არავითარ საქმიანობას არ ახორციელებს! აზერბაიჯანის პარლამენტი, ბუნებრივია, წყვეტს თავის საქმიანობას ევრონესტშუ. ეს აზერბაიჯანის პარლამენტის სუვერენული უფლებაა. ამავე დროს, თქვენ ალბათ იცით, რომ ევროპის პარლამენტსა და აზერბაიჯანის პარლამენტს შორის თანაშრომლობა, ასევე, შეწყვეტილია. აი ჩვენს წინააღმდეგ ჩატარებული ბინძური კამპანიის შედეგები. აზერბაიჯანი ადექვატურად პასუხობდა და ამიერიდანაც უპასუხებს ჩვენს წინააღმდეგ მიმართულ თითოეულ ნაბიჯს!“ - განაცხადა ალიევმა ბაქოში, ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„დღეს ევროპულ ფასეულობათა ძირგამოთხრის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენი რეგიონიდან ევროპა ყოველთვის მოჩანდა პროგრესულ, თანამედროვე, ტოლერანტულ სივრცედ. თუმცა დრეს ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ ამას უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში. აგრესიული წრეები, რომლებიც სხვა, შესაძლოა ითქვას, ტოლერანტობა დაკარგულ, ქვეყნების საქმეებში ერევიან, დღეს, სამწუხაროდ, ბატონობენ ევროპის პარლამენტსა და ზოგიერთ სხვა სტრუქტურაში“, - განაცხადა ალიევმა.

მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუცია აზერბაიჯანთან დაკავშირებით „სრულებით უსაფუძვლოა და სიცრუეზე, ცილისწამებასა და მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე აგებულ პოლიტიკურ პროვოკაციას წარმოადგენს“. ევროპარლამენტმა წინა კვირას მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები და მოუწოდა ევროკომისიას, შემოიღოს სანქციები სასამართლოების, ოფიციალური პირებისა და აზერბაიჯანელი პოლიტიკოსების მიმართ, ასევე დაუწესოს მათ სავიზო შეზღუდვა.

საქინფორმი: მიბაძავს თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის მაგალითს? მასზე ხომ, ისევე, როგორც ალიევზე, გამუდმებულ ზეწოლას ახდენს დასავლეთი სააკაშვილისა და სხვა დამნაშავეთა - წინა ხელისუფლების პირველი პირების სისხლის სამართლებრივი დევნის გამო: ვითომდა სააკაშვილის ჟურნალისტებზე, ინგა გრიგოლიას სახით, და სააკაშვილის ტელეკომპანი „რუსთავი 2“-ზე ზეწოლის გამო? ევროპისა და აშშ-ის ფონდების მიერ დაფინანსებული, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, „უფლებადამცველების“ აზრის იგნორირების გამო? თუ საქართველოში გააგრძელებენ ციხეებიდან იქ დარჩენილი „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე ლიდერის გამოშვებას, როგორც გუშინ გამოუშვეს თბილისის ექსმერი გიგი უგულავა და დახურავენ ყველა სისხლის სამართლის საქმეს მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბანდის წინააღმდეგ?

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 18 სექტემბერი
საქართველო, თბილისი