უცხოეთი
ეფ-ეს-ბე: „ისლამური სახელმწიფოს რიგებში 2400-მდე რუსი იბრძვის“ - საქინფორმის 24 აგვისტოს პროგნოზი გამართლდა

1-arno-zar-1-anსაქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. 2015 წლის 24 აგვისტოს საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგშვილმა, თავის პუბლიკაციაში „ისლამური სახელმწიფო“ მალე საქართველოს თითოეულ მეჩეთში იქნება! - „დეიდა თინა თბილისიდან“ და პროგნოზი, რომელიც 4 წლის შემდეგ ახდა, კერძოდ, აღნიშნა:

ერთადერთი ქვეყანა, რომელსაცისლამური სახელმწიფოსგანსაქართველოსა და მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია, რუსეთია და აი რატომ: აშშ მიჩვეულია მხოლოდ „ფერადი რევოლუციების“ მოწყობას, რომლებიც ადრე თუ გვიან კრახით სრულდება. აშშ-ს შეუძლია დაბომბოს მთელი ქვეყნები, მაგრამ სახმელეთო სამხედრო ოპერაციების ჩატარება აშშ- არ შეუძლია (ისინი მხოლოდ საპასუხოდ ისვრიან, თავისი სამხედრო ბაზების კედლებს ამოფარებული, როგორც დღეს ერაყსა და ავღანეთში ხდება).

თუმცა, აღმოსავლეთს არ დავიწყებია, რომ სახმელეთო ოპერაციების ჩატარება ბრწყინვალედ იციანძია ვანიას ჯარებმა“ - რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა, ასევემორპეხებმა“ - საზღვაო ქვეითებმა, ГРУ- სპეცნაზმა და სხვა რუსულმა ქვედანაყოფებმა. გარდა ამისა, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე იბრძვის 5000-ზე მეტი რუსულენოვანი სამხედრო დსთ-ს ყოფილი ქვეყნებიდან, რომელთაგან 1500-მდე ყოფილი რუსი სამხედრო უწინ ზემოჩამოთვლილ ელიტურ სპეცდანაყოფებში მსახურობდა და ამიტომ, როგორც იშვიათი პროფესიონალური კადრები, „ისლამურ სახელმწიფოში“ დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი არა მარტო ფულის გამო იბრძვის, როგორც დაქირავებული ჯარისკაცი, არამედ ერთგულია თავისი სამშობლოს ფიცისა და ბრძანებას ასრულებს. „ისლამური სახელმწიფოსდამარცხების მეორე ხერხი ხომ მისი შიგნიდან დაშლა, მისი, ქართველებსა და ყველა აზიელივით ამბიციური და ემოციური, ლიდერების ერთმანეთზე წაკიდებაა. აი ამ ამოცანას შეასრულებენ საჭირო დროსისლამურ სახელმწიფოშიდაქირავებულ ჯარისკაცებად ჩანერგილი რუსი პაგონიანი სპეცები!“

დღეს, 18 სექტემბერს, INTERFAX.RU იტყობინება, რომ ლტოლვილების ნაკადი რეგიონებიდან, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ მოქმედებს, გაიზრდება, რადგან ადამიანები გაურბიან ტერორს, განაცხადა რუსეთის ეფ-ეს-ბეს დირექტორის პირველმა მოადგილე სერგეი სმირნოვმა. „ამ სახელმწიფოს საქმიანობა შედეგად იწვევს იმას, რომ ლტოლვილთა ნაკადი იზრდება და ამისგან უკვე ევროპული ქვეყნებიც ზარალდება“, - აღნიშნა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

სამწუხაროდ დაჯგუფება სულ უფრო მეტ ტერიტორიებს იპყრობს და ამის გამო ლტოლვილთა ნაკადი, ვფიქრობ, სულ მზარდი იქნება. ჩვენი მონაცემებით, რფ-ს 2400-მდე მოქალაქე უკვე მონაწილეობს ამ ორგანიზაციის საქმიანობაში“, - განაცხადა მან ტაშკენტში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.