რელიგია
„მჯერა, რომ გავა საუკუნეები და ამ ადგილზე ქართველები და ებრაელები ისევ შეიკრიბებიან და ისევ იზეიმებენ ჩვენს ძმობას და მეგობრობას“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1sinag-pol-1-rel-1-mtსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონის სინაგოგის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ეს სინაგოგა აღადგინა თქვენმა მეგობარმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მას, რომელიც არის გამორჩეული მეგობარი ებრაელი ხალხის. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში გაძლიერდა ჩვენს შორის 26 საუკუნოვანი ძმობა და მეგობრობა. მისი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ისრაელში და მისი დამსახურებაა ის, რომ დღეს აქ შეკრებილებს მოგვეცა საშუალება ერთად ვიზეიმოთ ონის სინაგოგის 120 წლისთავი",-აღნიშნა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელიდან ჩამოსულ ქართველ ებრაელებს მიმართა.

მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს ქართველ ებრაელებს, რომლებიც წლების წინ ცხოვრობდნენ ონში და დღეს აქ არიან ჩვენთან ერთად. მინდა განსაკუთრებით მივესალმო ისრაელის ელჩს საქართველოში, ბატონ იუვალ ფუქსს. ჩვენ თქვენთან ერთად ვზეიმობთ დღევანდელ დღეს. ონის სინაგოგა აშენდა 120 წლის წინ ქართველების და ებრაელების ხელით. მივესალმები ისრაელიდან ჩამოსულ ქართველ ებრაელებს. თქვენთვის საქართველო მეორე სამშობლოა, თქვენ აქ ხართ სტუმრებიც და მასპინძლებიც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა საქართველოს მთავრობას და ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა ონის სინაგოგის რესტავრაციისთვის.

1sinag-pol-1-rel-1-qv