რელიგია
ილია მეორე: „არ არის აუცილებელი, ადამიანმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავროს. ერიდეთ ნარკოტიკებს, ლოთობას, ბოროტ საქმეს და ღმერთი გაგიმართლებთ და დაგეხმარებათ“

1-saz1-rel-ilaiსაქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. 30 აგვისტოს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
ხშირია შემთხვევა, როცა ნიჭიერი ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში ვერ ხვდება, მასზე სუსტი კი ხვდება და თვითონ ვერ შედის სასწავლებელში. არ უნდა დავკარგოთ იმედი, ცხოვრება მრავალსახოვანია. არ არის აუცილებელი, ადამიანმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავროს. ადამიანი თვითონ არის თავისი თავის მთავარი მასწავლებელი. არსებობს მრავალი საქმე, მრავალი გზა და ამიტომ თუ არ გამოგივიდათ ერთ სასწავლებელში შესვლა, შედით მეორეში, მეათეში. სცადეთ ფიზიკური შრომა, სოფლის მეურნეობაში მუშაობა. ღმერთი აუცილებლად მოგმადლებთ წარმატებას. მინდა გთხოვოთ ყველას, ერიდეთ ნარკოტიკებს, ერიდეთ ლოთობას, ერიდეთ ბოროტ საქმეს და ღმერთი გაგიმართლებთ და დაგეხმარებათ”, – ბრძანა პატრიარქმა. ქადაგებისას, ილია მეორემ მრევლს ურჩია უფალს დახმარებისათვის მიმართონ სიხარულით, სიყვარულით და რწმენით.
როცა უფალს დახმარებას სთხოვთ, არ უნდა შეგეპაროთ ეჭვი. როცა ადამიანს ეჭვი ეპარება, არ სრულდება მისი თხოვნა. ითხოვე სიხარულით, სიყვარულით, რწმენით და უფალი მოგცემს, თუკი ეს შენთვის სასარგებლოა”, – აღნიშნა, კერძოდ, კათოლიკოს-პატრიარქმა.