რელიგია
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩვენი ვალია, ჩვენს პატრიარქთან, ჩვენს ეკლესიასთან ერთად გავაძლიეროთ ის, რაც სულიერად გვაძლიერებს“
Dolg-aqtual-3საქართველო, 17 აგვისტო, საქინფორმი. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ისტორიულ სამონასტრო კომპლექსს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიართან ერთად ესტუმრა. მთავრობის მეთაური ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო პარაკლისს დაესწრო, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. პატრიარქმა პრემიერი დალოცა, დღესასწაულზე მისი დასწრების მნიშვნელობაზე იქადაგა და მადლობა გადაუხადა.
ეს არის ძალიან დიდი დღე, ვინაიდან ჩვენ ტიმოთესუბნის 800 წლისთავს აღვნიშნავთ. ერი, რომელმაც ასეთი სიმდიდრე შექმნა, მდიდარია. თუ ხელისუფლება არ იზრუნებს იმაზე, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, მომავალი არ გვექნება. ჩვენი ვალია, ჩვენს პატრიარქთან, ჩვენს ეკლესიასთან ერთად გავაძლიეროთ ის, რაც სულიერად გვაძლიერებს. გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს და სიმშვიდეს",- მიმართა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტაძარში შეკრებილ მოსახლეობას. 
სახალხო ზეიმზე პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდა.