უცხოეთი
„თბილისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის აუცილებლობას ვერ ხედავს“ - გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე

1-imn-zar-1-anსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს და მოლაპარაკებების წარმოებას რუსეთთან ამჯობინებს, - ასეთი პოზიცია დააფიქსირა დიპლომატმა ტას-ის კორესპონდენტთან საუბრისას.

პრობლემა საქართველოსა და აფხაზეთსა ან სამხრეთ ოსეთს შორის როდია. პრობლემა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორისაა. ასე რომ, ჩვენ ამ საკითხს რუსეთთან პოლიტიკურ დონეზე განვიხილავთ“, - განაცხადა კახა იმნაძემ გაეროში, 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის წლისთავთან დაკავშირებით მოწყობილ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თქმით, ყველა უთანხმოების დარეგულირების ერთადერთ ფორუმს წარმოადგენს მოლაპარაკებები, რომლებიც ჟენევაში გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს ეგიდით იმართება რუსეთის, აფხაზეთის, საქართველოს, აშშ-ისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების მონაწილეობით.

პრესკონფერენციაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაცია კვლავაც არ ასრულებს შეთანხმების ხელმოწერით აღებულ ვალდებულებებს. საქართველოს ელჩმა გაეროს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ რეჟიმებთან ე.წ. „ხელშეკრულებების“ გაფორმების გზით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ წარმოებული ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკის შესახებ, ასევე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების პროცესისა და მისი შედეგების თაობაზე.