უცხოეთი
РТ-ს მიმომხილველი სტივ ელიოტი: „პოროშენკოს უჯობს, თვითმფრინავი გამზადებული ჰყავდეს! უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იანუკოვიჩი „მემარჯვენე სექტორის“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს, პოროშენკო და მის გუნდი შესაძლოა მომდევნო აღმოჩნდნენ, ვისაც ისინი ქუჩაში ჩაცხრილავენ!“

1-eliot-zar-3-anსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. ანალიტიკოსის აზრით, სსრკ-დან გამოყოფის შემდეგ უკრაინა რაღაც სახელმწიფო-შიზოფრენიკს ჰგავდა, ქვეყნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთგამომრიცხავი ურთიერთობებით. ბოლო წლებში კი ნეოკონსერვატორების მოქმედებებმა ეს შიდა ბრძოლები არნახულ დონემდე გააღვივა. კონფლიქტის გადაჭრის გზად შესაძლოა ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინად გაყოფა იქცეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის მთელი სიმდიდრე, მისი მძიმე მრეწველობა, ქვანახშირის შახტები აღმოსავლეთშია თავმოყრილი.

ბუნებრივია, კიევი იბრძოლებს, როგორც კუთხეში მომწყვდეული ვირთხა და დახოცავს საკუთარ ხალხს, რათა შეინარჩუნოს „გვირგვინის ძვირფასეულობა“! - მიაჩნია ელიოტს, რომელიც აღნიშნავს, რომ ახლა უკრაინა თაღლითებისა და ბანდიტების მიერ მართვადი ქვეყანა-კატასტროფა, ქვეყანა-ბანკროტია და ვალშია ევროკავშირში მყოფ სხვა დამნაშავეებთან.