უცხოეთი
საოპერეტო ფაშიზმი: უკრაინის ფისკალურმა სამსახურმა იმ 38 წიგნის სია გამოაქვეყნა, რომელთა რუსეთიდან შეტანაც ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალულია!

1-faSizm-zar-2საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. სიაში, სხვა წიგნებს შორის, შევიდა დონეცკელი მწერალ-ფანტასტი ფიოდორ ბერეზინის, ალექსანდრე დუგინის, ედუარდ ლიმონოვისა და სერგეი გლაზევის წიგნები.

ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა, რადიოსადგურ „Говороит Москва»-ს მთავარმა რედაქტორმა სერგეი დორენკომ სასაცილო უწოდა ინტერნეტის ეპოქაში უკრაინის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში რიგი რუსი ავტორების წიგნების შეტანის აკრძალვას.

მიუხედავად უკრაინის სახელმწიფო ტელერადიოკომიტეტის მიერ დაწესებული აღნიშნული აკრძალვისა, ქვეყნის წიგნის ბაზარზე ამ წიგნების უზარმაზარი მარაგია.

უკრაინაში რუსი ავტორების ზოგიერთი წიგნის შეტანის აკრძალვა ეწინააღმდეგება ფლორენციის შეთანხმებას ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, ეს უაზრო გადაწყვეტილებაა და შეუძლია, პირიქით, ინტერესი გაუღვივოს უკრაინელებს ამ წიგნებისადმი. ასე რომ, მათმა ავტორებმა, სავარაუდოდ, მადლობა უნდა გადაუხადონ უკრაინის ხელისუფლებას ასეთი არაჩვეულებრივი რეკლამისათვის!“ - მიაჩნია ადამიანის უფლებათა დაცვის საპრეზიდენტო საბჭოს ხელმძღვანელ მიხაილ ფედოტოვს.