უცხოეთი
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინური იუანის დევალვაცია გამანადგურებელ გავლენას ახდენს აშშ-ზე

1-donald-zar-1-anსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. Reuters იტყობინება: „ისინი, უბრალოდ, გვანადგურებენ! ისინი აგრძელებენ თავისი ვალუტის დევალვაციას და ამას კვლავაც მოიმოქმედებენ. ისინი იუანის მკვეთრ ვარდნას მიაღწევენ და ეს გამანადგურებელი იქნება ჩვენთვის“, - აცხადებს პოლიტიკოსი. CNN-თან ინტერვიუში ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ „ჩინეთი აშშ-ის ხარჯზე გამდიდრდა, ქვეყნიდან სამუშაო ადგილების გამოწველით“. საკუთარი საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისიდან ტრამპი პირობას დებდა, რომ „მკაცრად“ დაელაპარაკება პეკინს ამერიკული ეკონომიკის მხარდასაჭერად.

დონალდ ტრამპი ლიდერობს სხვა რესპუბლიკელებს შორის, მას უპირატესობას ანიჭებს უწინდებურად რესპონდენტთა 24%, მეორე კანდიდატ-ფავორიტმა, ექსსენატორმა ფლორიდიდან, ჯებ ბუშმა, პირიქით, ხმათა 5% დაკარგა და მისი რეიტინგი 12%-მდე დაეცა. დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 8%-ზე მეტი ვერ მოაგროვეს.