უცხოეთი
აშშ-მა თანამედროვე დონბასის ტერიტორია უკრაინისგან დამოუკიდებლად ჯერ კიდევ 1959 წელს აღიარა, როცა სენატმა და კონგრესმა დამონებული ერების შესახებ რეზოლუცია მიიღეს

1aSS-zar-1საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ კანადური გამოცემა Global Research იტყობინება და მკითხველს შეახსენებს, რომ რეზოლუცია, რომელიც, აგრეთვე, ცნობილია როგორც 1959 წლის 17 ივლისის საჯარო კანონი 86-90, ყოველწლიურად მტკიცდებოდა ბოლო 56 წლის მანძილზე. მის ტექსტში, კერძოდ, ნათქვამია: „კომუნისტური რუსეთის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ, პირდაპირი და ირიბი აგრესიით, პოლონეთის, უნგრეთის, უკრაინის, ჩეხოსლოვაკიის... კაზაკიის ნაციონალური დამოუკიდებლობის დაქვემდებარება გამოიწვია...“

ამგვარად, უკრაინა და „კაზაკია“ დოკუმენტში ცალ-ცალკე ქვეყნებად და ხალხებად არის დასახელებული. ამ კაზაკიის შემადგენლობაში შედის თანამედროვე თვიღგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიები, ასევე უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქი, - აღნიშნავს გამოცემა.