უცხოეთი
„უკრაინის უშიშროების სამსახურის ოპერატიულ თანამშრომლებს მოვუწყობთ ღირსეულ დახვედრას, გულახდილ საუბრებს და მოკლე გაცილებას, რაც დიდხანს დაამახსოვრდებათ“ - კიევის სასამართლომ დაუსწრებლად დააპატიმრა რუსეთის გენშტაბის უფროსი

1-kiev-zar-3საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის გრიგორი ოსტაფიიჩუკის გადაწყვეტილებას რუსეთის გენშტაბის წარმომადგენლების ძებნაში გამოცხადების შესახებ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარგუმენტო უწოდეს. განცხადება რუსულ მედიასთან სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა გააკეთა.

რაც შეეხება რუსი სამხედროების ძებნაში გამოცხადებას, უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, ვაძლევთ რეკომენდაციას უკრაინის სახელმწიფო უშიშროებას, წინასწარ გაგვაფრთხილონ მათი თანამშრომლების რუსეთში ვიზიტის შესახებ. მათ ჩვენ მოვუწყობთ ღირსეულ დახვედრას, გულახდილ საუბრებს და მოკლე გაცილებას, რომელსაც დიდი ხნით დაიმახსოვრებენ",-განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ძებნაში გამოცხადდა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და კიდევ 10 სამხედრო მაღალჩინოსანი.