უცხოეთი
სააკაშვილს კიდევ ერთი თანაშემწე ეყოლება, ამჯერად - აშშ-დან: ლუბოვ შიპოვიჩი ოდესის ოლქს „სილიკონის ველად“ გადააქცევს...

1-luba-zar-3-anსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის Razom for Ukraine-ის პრეზიდენტი ლიუბოვ შიპოვიჩი ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი გახდება. ამის შესახებ ამერიკული ორგანიზაციის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აგვისტოს შუა რიცხვებში ლიუბა ნიუ-იორკიდან ოდესაში გაემგზავრება, რათა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გუნდს შეუერთდეს ტექნიკური დირექტორის რანგში. ჩვენ გვჯერა რეფორმების წარმატების და იმისა, რომ ოდესა ახალი "სილიკონის ველი" გახდება", - ნათქვამია ორგანიზაციის Facebook-გვერდზე.