უცხოეთი
უკრაინამ შეიარაღების გატანის შესახებ შეთანხმების პარაფირება ჩაშალა - საკონტაქტო ჯგუფის 12-საათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

1-denis-zar-3საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით, მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. მხარეები შეხების ხაზიდან ტანკების, ჯავშანტრანსპორტიორებისა და 100 მილიმეტრზე ნაკლები შეიარაღების ეტაპობრივ გატანაზე შეთანხმდნენ.

მოლაპარაკების მიუხედავად, შესაბამისი დოკუმენტის პარაფირება ვერ მოხერხდა. ოპონენტები უკრაინის ხელისუფლებას არათანმიმდევრულ მოქმედებაში ადანაშაულებენ.

დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლებმა ოფიციალურ კიევთან დონბასის განსაკუთრებულ სტატუსზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

4 აგვისტოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ქვეჯგუფების შეხვედრაა დაგეგმილი. საკონტაქტო ჯგუფის შემდგომი მოლაპარაკებები კი 26 აგვისტოს გაიმართება.