უცხოეთი
რფ-ის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და ოლიმპიური ჩემპიონი ყინულზე ცეკვაში ტატიანა ნავკა ოფიციალურად დაქორწინდნენ. მათ ქორწილში სოჭის ყველაზე ძვირადღირებულ ოტელში ათობით სტუმარი იქნა მიწვეული

1-pesk-zar-2-mtსაქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. ცერემონიას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები, სპორტსმენები და კულტურის მოღვაწენი, - იუწყება ტასი. ქორწილი შავი ზღვის სანაპიროს ყველაზე ძვირად ღირებულ ოტელ Rodina Grand Hotel & SPA“-ში გაიმართა.

ამ სასტუმროში ყველაზე ეკონომიური ნომერი დღე-რამეში 36 ათასი რუბლი ღირს, სუპერლუქსი კი - 200 ათასი რუბლი.

ზოგიერთი მონაცემით, ქორწილის ხარჯები ოტელის მფლობელმა, მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ გაიღო. მოგვიანებით პატარძლის მეგობარი ალიკა სმეხოვას ინსტაგრამზე საქორწილო კაბაში გამოწყობილი ტატიანა ნავკას ფოტოები გამოჩნდა.

1-pesk-zar-2-qvem