უცხოეთი
თეთრი სახლი: „პუტინსა და ობამას საქმიანი ურთიერთობები აქვთ, ტრამპი კი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მშვენიერ ურთიერთობას დაამყარებს ვლადიმერ პუტინთან

1-beli-zar-1-anსაქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და ბარაქ ობამა საქმიან ურთიერთობებს ინარჩუნებენ. ამის შესახებ რეგულარულ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. მისივე თქმით, ობამა მიუთითებდა პრეზიდენტ პუტინის უნარსა და მზაობაზე, ისაუბროს ღიად და ეს ეხება იმ სფეროებსაც, სადაც რუსეთსა და აშშ-ს შორის უთანხმოებაა.

ეს განცხადება ერნესტმა ამერიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტის პრეტენდენტის, მილიარდერი დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის საკმაოდ რთული ურთიერთობაა. ამასთან, ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის მშვენიერ ურთიერთობებს დაამყარებს ვლადიმერ პუტინთან.