უცხოეთი
„მაშ, იყო თუ არა ბიჭი“? - საქართველოს არ მიუღია რაიმე ახალი გადაწყვეტილება რუსეთთან მიმართებაში ევროკავშირის საბჭოს მიერ დაწესებული სანქციების მიერთებასთან დაკავშირებით

1-malCik-zar-2საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. საქართველო, უკრაინა და რამდენიმე სხვა სახელმწიფო ყირიმსა და სევასტოპოლში განვითარებული მოვლენების გამო დაწესებული სანქციების 2016 წლის 23 ივლისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილებას მიუერთდა, განაცხადა ევროპული დიპლომატიის თავმა ფედერიკა მოგერინიმ.

საქართველო ევროკავშირის იმ სანქციას მიუერთდა, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში დამზადებულ პროდუქციასთან დაკავშირებით მიიღეს 2014 წლის ივნისში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ 30 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

ევროკავშირის საბჭოს მიერ სხვადასხვა დროს რუსეთის მიმართ, უკრაინის მოვლენების გამო, დაწესდა 12 სხვადასხვა სახის სანქცია. საქართველო შარშან, 23 ივნისს, მიუერთდა ერთ სანქციას - ყირიმსა და სევასტოპოლში (უკრაინა) წარმოებულ საქონელზე ექსპორტის კუთხით. ამჟამად, 19 ივნისს მოხდა აღნიშნული გადწყვეტილების ავტომატურ რეჟიმში, კიდევ ერთი წლით გაგრძელება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს მხრიდან რაიმე ახალ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ არის",- განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, უკრაინა და საქართველო - ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდგეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

„კანდიდატი ქვეყნები - ჩერნოგორია და ალბანეთი, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრები - ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე უკრაინა და საქართველო ამ დეკლარაციას უერთებიან. ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისი იქნება, რასაც ევროკავშირი მიესალმება", - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.