უცხოეთი
ევროპა უკრაინის რეალურ ფასს იგებს - ექსტრემისტული დაჯგუფება „მემარჯვენე სექტორის“ მზარდი გავლენა უკრაინაში სულ უფრო მეტად აშფოთებს ევროპას. უკრაინელების ნახევარზე მეტი ნეგატიურად აფასებს პოროშენკოს მუშაობას
1-evrop-zar-3-anსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი ალექსანდრ დომრინი აღნიშნავს, რომ ამჟამად ევროპაში სულ უფრო იმატებს ხალხი, „რომლებიც რეალისტურად უყურებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს“. „ეს ცუდი სიახლეა პოროშენკოსთვის, ის ცდილობს თავი წარმოაჩნოს მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ ევროპელ პოლიტიკოსად, მაშინ, როცა იზრდება დიმიტრი იაროშის მომხრეთა ჯგუფის რიცხოვნობა, რომელმაც განაცხადა ახალი მოძრაობის შექმნის თაობაზე პოროშენკოსა და მისი მთავრობის ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად“, - ციტირებს „სპუტნიკი“ დომრინის სიტყვებს.