უცხოეთი
„ნატოს გაფართოება საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს!“ - განაცხადა ნატოში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გრუშკომ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კი ნატოში საქართველოს მიღებაზე უარს „ტრაგედიად“ აფასებს...

1-ale-zar-1-anსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. რუსულ მედიასთან ინტერვიუში ალექსანდრ გრუშკო ამბობს, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებს განსაკუთრებით უკრაინაზე, ხოლო ამჟამად უკრაინის კრიზისში ნატოს როლი დესტრუქციულია.

"ნებისმიერ პოლიტიკურ თამაშს, საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე, ნატოს გაფართოების შესახებ, შეიძლება მოჰყვეს ყველაზე სერიოზული და ღრმა გეოპოლიტიკური შედეგები მთელი ევროპისთვის. ბრიუსელსა და სხვა დედაქალაქებში ადამიანები ამ თამაშის საშიშროებას ხვდებიან, რომლის განხორციელებასაც ზოგიერთი ძალები ისევ განაგრძობენ. ამას უარყოფითი შედეგები მოყვება. უფრო მეტიც, ეს კატასტროფული იქნება თავად უკრაინისთვის", - აღნიშნა ალექსანდრ გრუშკომ. მან ასევე განაცხადა, რომ ლოგიკურია მოსკოვის ქმედება - ის მშვიდად ვერ ადევნებს თვალს, როგორ განთავსდება მისი საზღვრებიდან ასობით მეტრში უცხოური სამხედრო ძალა და მოეწყობა წვრთნები. გარდა ამისა, გრუშკომ ალიანსი ბალტიისპირეთში სამხედრო კონფრონტაციის შექმნაშიც დაადანაშაულა.