უცხოეთი
პუტინი: „მოსკოვში აშშ-სა და ევროპასთან დიალოგს იმედოვნებენ, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის, ასევე, უკრაინის სიტუაციასთან, ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც“

1-putin-zar-3-anსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ჯერ მხოლოდ იწყებდა რადიკალურ ისლამიზმთან ბრძოლას, როცა „ჩვენთან, კავკასიაში პრობლემებს წავაწყდი, გაოცებით აღმოვაჩინე: მტკიცებულებების არსებობის პირობებშიც კი, რომ ჩვენ ტერორისტულ საფრთხეს შევეჯახეთ და ალ-ქაიდას წარმომადგენლებს ვებრძვით, ჩვენ მხარი არ აგვიბეს. ახლა ვხედავ, რომ სიტუაცია შეიცვალა. ევროპამ, აშშ-მა გააცნობიერეს რადიკალიზმის უკიდურესი გამოვლნების საფრთხე და რეალურად ჩაერთვნენ ამ ბრძოლაში. ჩვენში ამაზე ამბობენ: „ჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს“.

"რა თქმა უნდა, აშშ დიდი სახელმწიფოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მის ხელისუფლების წევრებს უფლება აქვთ ვისაც უნდათ, ჩასჭიდონ ხელი და მათთან ციხეში წაიყვანონ ან იმოქმედონ პოზიციით “ვინც ჩვენ მხარს არ გვიჭერს, ყველა ჩვენს წინააღმდეგაა.”

რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა “მოიკრიბოს მოთმინება” და ამერიკელ კოლეგებთან ითანამშრომლოს გადაწყვეტილების მიღების საკითხებში, როგორც ეს ირანის ბირთვულ პრობლემასთან დაკავშირებით მოხდა.

მისივე თქმით, მისი პოზიცია არ არის ანტიამერიკანიზმის გამოვლინება.

"ჩვენ დიდი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით ვართ განწყობილი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, თუმცა, მიმაჩნია, რომ ერთი ქვეყნის იურისდიქციის გამოყენება დანარჩენი ქვეყნების ტერიტორიაზე, მიუღებელია და დაანგრევს საერთაშორისო ურთიერთობებს. უნდა მოხდეს ინტერესთა ბალანსის ძიება” ,– აღნიშნავს პუტინი.