პუბლიკაციები
პოროშენკომ სააკაშვილს, ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაქმნელად, უკრაინაში ლაბორატორიის შექმნის ნება დართო!

1tatiana-pol-2-an-2საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ტატიანა ვოლკოვას ბლოგზე გამოჩნდა სენსაციური ინფორმაცია პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე პათოგენური აგენტების ცდების ჩატარების თანხმობა მისცა.

„2015 წლის 06 ივნისს მე გამოვაქვეყნე პატარა სტატია პენტაგონის ახალი ლაბორატორიის შექმნის შესახებ ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე - „ლაბორატორიული მუშაობა შეცდომებით“. თემის განვითარებისას მოვიდა ცნობა იმის შესახებ, რომ პ. პოროშენკომ ნება დართო Vanguard-ის მიერ კონტროლირებად ორ ფირმას, ჩაეტარებინათ ცდები ორ პათოგენურ აგენტზე“ ციმბირულ წყლულსა (Anthrax) და ბოტულიზმის ტოქსინზე (Botulinium toxin (BTX). ეს პათოგენური აგენტები შესაძლოა გამოყენებული იქნეს ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების სახით. უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ამ კომპონენტების შესაძლო გამოყენება სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების მიერ. რადიკალური მიმართულების უკონტროლო შეიარაღებული რაზმების არსებობისა და სახელმწიფო ხელისუფლების მიერ წესრიგის დაცვაში თავისი ფუნქციების აშკარა შეუსრულებლობის პირობებში, ამერიკელმა პარტნიორებმა უკრაინა შეარჩიეს მეტ-ნაკლებად ხელსაყრელ ადგილად ამ „გამოცდების“ შედეგების მოსახვედრად ექსტრემისტებისა და ტერორისტების ხელში, რომლებიც მზად არიან მათ გამოსაყენებლად.

სირია კინაღამ დაბომბეს მხოლოდ აშკარად დაუსაბუთებელი ეჭვის გამო, რომ ის ქიმიური იარაღს იყენებდა. თუმცა ის, რაც ნებადართული არ არის ბ. ასადისთვის, შეუძლია აკეთოს ამერიკის ნაცვალმა უკრაინაში - პ. პოროშენკომ ისე, რომ არ იდარდოს მის შედეგებზე პირადად თავისთვის.

ყოველი შემთხვევისთვის შევახსენებ პიოტრ ალეექსეევიჩს, რომ კონვენციას ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შემუშავების, წარმოებისა და მარაგების შექმნის აკრძალვის შესახებ უკრაინამ ხელი მოაწერა 1972 წელს და რატიფიცირება მოახდინა 1975 წელს“, - წერს თავის ბლოგზე სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობა „ადამიანთა უფლებებისათვის“ იურისკონსულტი.