უცხოეთი
„ევროპას სერიოზული რყევები ელის ევროკავშირის ხელისუფალთა ამორალური საქციელის გამო!“ - რფ-ის სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი

zarub-1-anსაქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. გაერთიანებული ევროპა, ნარიშკინის აზრით, კრახს განიცდის. საბერძნეთის რეფერენდუმის კენჭისყრის შედეგები, მისი თქმით, „დიქტატზე, წამყვან და მოჩანჩალე, ფაქტობრივად უფროს და უმცროს ქვეყნებად დაყოფაზე“ დამყარებული საინტეგრაციო მოდელის სრულ უპერსპექტივობას აჩვენებს. ამავდროულად, საბერძნეთის კრიზისმა უჩვენა, რომ „რუსეთზე ევროპის შემდგომი წაქეზების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს“, - აღნიშნა ნარიშკინმა.

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები „ძალიან გაერთნენ“ აშშ-ის შეკვეთის შესრულებითა და თანამოქალაქეების მოწოდებით, გაერთიანდნენ აღმოსავლეთიდან არარსებული საფრთხის წინაშე, დაავიწყდათ რა რეალური შიდაევროპული პრობლემები, - მიაჩნია პარლამენტარს. ნარიშკინის აზრით, ევროპას ბუმერანგად შემოუბრუნდა ბრიუსელის მიერ უკრაინაში გატარებული „დამანგრეველი“ პოლიტიკა.

„უკვე არავითარ პირფერულ საუბრებს არ შეუძლია ევროკავშირის მიერ ასობით მილიონი ადამიანის ინტერესების გაყიდვის დამალვა. არავითარი ახალი სიცრუე „აგრესიული რუსეთის“ შესახებ აღარ უშველით. თუმცა, მიჭირს გავიგო, რატომაა, რომ ისეთ გამოცდილ ადამიანებს, როგორებიც არიან წამყვანი ევროპული სახელმწიფოების ლიდერები, დაავიწყდათ, რომ მორალის დეფიციტი უკიდურესად სახიფათო რამაა“, - განაცხადა სახელმწიფო დუმის სპიკერმა.

ცნობისათვის: გუშინ, 13 ივლისს, ევროზონის წევრი-ქვეყნების სამიტზე გადაწყდა, რომ საბერძნეთს ევროზონაში დატოვებენ და ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფენ ათენის თანხმობის სანაცვლოდ, შეასრულოს ვალდებულებები კრედიტორების წინაშე.