უცხოეთი
„მშვიდობით, ჩვენო ალერსიანო მიშა!“ - ოდესელებმა სააკაშვილი ჰაერში გაუშვეს და „მის ზღაპრულ ტყეში დაბრუნებისკენ“ მოუწოდეს (ვიდეო)

zar-3-anსაქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა - „ოდესელები პორტო-ფრანკოსათვის“ აქტივისტებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან ფლეშმობი ჩაატარეს, რომლის დროსაც ცაში ვეება ბუშტი გაუშვეს გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით, რომელიც ჰალსტუხს ღეჭავს.

ბუშტი გაუშვეს სიმღერის ფონზე „ნახვამდის, ჩვენო ალერსიანო მიშა, დაუბრუნდი შენს საყვარელ ტყეს“. მის ერთ მხარეს გამოსახული იყო გუბერნატორის პორტრეტი იმპროვიზებული ჰალსტუხით პირში, მეორე მხარეს კი აღბეჭდილი იყო წარწერა: „მიშიკო! Go Home” (ვიდეო. იხ. აქ).

ოდესელებს ახსოვთ, რომ სააკაშვილის პირდაპირი ბრძანებით სამხრეთ ოსეთში ომი გაჩაღდა, ახლა კი მას დნესტრისპირეთში სურს ომის გაჩაღება. მე, ისევე, როგორც ყველა ოდესელი, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების სათავეში მორიგი დილეტანტი და უცხო მიწაწყლელი მედროვე მოვიდა“, - განაცხადა მოძრაობა „ოდესა პორტო-ფრანკოსათვის“ აქტივისტმა.