უცხოეთი
„კიევი ლეტალურ იარაღს იღებს დასავლეთის 10-ზე მეტი ქვეყნიდან“ - უკრაინის ელჩი აშშ-ში ვალერი ჩალი

zar-2-anსაქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. უკრაინა აქტიურად იღებს იარაღს, მათ შორის ლეტალურს, დასავლეთის ქვეყნებიდან, - ამის შესახებ უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ახლადდანიშნულმა ელჩმა  ვალერი ჩალიმ განაცხადა.

„უკრაინას იღებს იარაღს, მათ შორის, ლეტალურს და სუვერენულ უკრაინას ამას ვერავინ აუკრძალავს. სხვა საქმეა აფიშირება იმ ევროპული ქვეყნების, რომლებიც იარაღს აწვდიან. ეს არიან ევროპის ათამდე ქვეყანა, რომლებთანაც  სხვადასხვა დონის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა გვაკავშირებს", - განაცხადა ამერიკის ელჩმა  ZN.UA-სთან.

გარდა ამისა, ელჩის  თქმით, უკრაინას აქვს  ამერიკის შეერთებული შტატების  ფართო მხარდაჭერა. მისი თქმით, უკრაინა უკვე იღებს  ღამის ხედვის მოწყობილობებს, სამედიცინო აღჭურვილობას, რადარებს, ​​საბრძოლო ჯავშანმანქანებს, რობოტიზირებულ  სისტემებს, მათ შორის, განაღმვითი სამუშაოებისთვის და კოსმოსიდან დაზვერვის  მონაცემებს.

ელჩობამდე ვალერი ჩალი პასუხისმგებელი  იყო  პრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციის  საგარეო პოლიტიკის მიმართულებაზე, 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ის   პოროშენკოს საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.