უცხოეთი
ობამამ ფროიდისეული წამოცდენა დაუშვა, განაცხადა რა, რომ აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებს ამზადებს (ვიდეო)

1-obama-zar-3-anსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ფროიდისეული წამოცდენა დაუშვა ბრიფინგის დროს, როცა განაცხადა, რომ აშშ-ს განზრახული აქვს „ისლამური სახელმწიფოს“ ძალების წვრთნის დაჩქარება (ვიდეო. იხ. აქ).

„დამატებითი ზომების გათვალისწინებით, რომლის შესახებ განკარგულება წინა თვეს გავეცი, ჩვენ ვაძლიერებთ „ისლამური სახელმწიფოს“ ძალების წვრთნას („ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ - საქინფორმი), ანბარის პროვინციაში სუნიტური ტომებიდან მოხალისეების ჩართვით“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე სიტყვით გამოსვლისას. მოგვიანებით „თეთრი სახლის“ საიტზე გამოჩნდა ბარაქ ობამას გამოსვლის სტენოგრამა, სადაც სიტყვა „ისლამური სახელმწიფოს“ გვერდით ფრჩხილებში ეწერა სიტყვა „ერაყის“. ამგვარად, პრესსამსახურმა დააზუსტა, რომ ამერიკის პრეზიდენტის თითქოსდა მხედველობაშ ჰქონდა ვაშინგტონის განზრახვა დაეჩქარებინა არეა ტერორისტული დაჯგუფების, არამედ ერაყის ოფიციალური შეიარაღებული ძალების წვრთნები...